წესები და პირობები

წესები და პირობები

  • ჩვენს საიტზე რეგისტრაციის შემდეგ პირად კაბინეტში მოგენიჭებათ ჩვენი თურქული მისამართი, რომლითაც ისარგებლებთ თურქულ საიტებზე გამოწერისას.
  • პირად კაბინეტში მიიღებთ ინფორმაციას თქვენი ამანათის შესახებ. ინფორმაცია მოიცავს ამანათის წონას, ტრანსპორტირების საფასურს, მის ადგილმდებარეობას და ა.შ
  • ამანათის საწყობში მისვლისას სმს შეტყობინებით გეცნობებათ, რომ თქვენი ამანათი მისულია საწყობში და უნდა შეავსოთ დეკლარაცია. 
  • დეკლარაციის შესავსებად შედიხართ "კაბინეტში" > "ამანათები საწყობში" > ამანათის გასწვრივ ვაჭერთ ღილაკს "დეკლარირება". 
  • დეკლარირებისას საჭირო მონაცემებია: თრექინგ კოდი, ფასი (რაც გადაიხადეთ თურქულ საიტზე ნივთის შეძენისას ტრანსპორტირების საფასურის გარეშე) და ვალუტა.
  • ამანათის წონის საფასურის გადახდა შესაძლებელია მისი საწყობში მისვლიდან ჩამოსვლამდე, ნებისმიერ ეტაპზე. ამისთვის საჭიროა საიტზე  ბალანსის შევსება. ბალანსის შევსება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათით. ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 1კგ-ზე 3$-ს. ფასი იანგარიშება გრამი გრამში.
  • სმს და მეილზე შეტყობინებით ასევე გეცნობებათ ინფორმაცია ამანათის გამოგზავნისა და ჩამოსვლის შესახებ.

 

  • ამანათების გაცემის წესი 

თბილისი: მისამართი - ვიქტორ კუპრაძის 72. - სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00-19:00. / შაბათი 10:00–14:00 /  კვირა დასვენება/ საკურიერო მომსახურება - ფასი: 7 ლარი.

ბათუმი: მისამართი - ლუკა ასათიანის 49. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:30 / შაბათი  10:10– 14:00 / კვირა დასვენება / საკურიერო მომსახურეობა –ფასი 5 ლარი

ქუთაისი: მისამართი - ილია ჭავჭავაძის 6. - სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:30

დანარჩენ რეგიონებში ამანათები იგზავნება მხოლოდ კურიერების საშუალებით. საკურიეროს საფასური შეადგენს 7–8–9 ლარს (რეგიონის მიხედვით ).

ამანათის გატანისთვის აუცილებელია პირადი ნომრის წარდგენა.

  • მომხმარებელი სრულად იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ ინფორმაციაზე
  • "გიო ჯგუფი" პასუხისმგებელია ნივთზე მხოლოდ მისი საწყობში მოსვლისა და ჩვენს საიტზე ასახვის შემდეგ!